დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გლდანში ოდიშვილების ოჯახს ესტუმრნენ. მათ ოჯახს მეათე შვილის დაბადება მიულოცეს და საჩუქრებთან ერთად, ფულადი დახმარების სახით 1600 ლარი გადასცეს.
კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ოჯახი, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად 175 ლარს იღებდა. 2014 წლის აგვისტოდან კი ზემოთ აღნიშნული ოჯახი 200 ლარს მიიღებს.
გარდა ამისა, ქ. თბილისის მერიიდან წელიწადში 3-ჯერ, ზემოთ აღნიშნული ბენეფიციარის ოჯახი კომუნალური გადასახადებისთვის 50 ლარის ოდენობით დახმარებას იღებს.