ივერიონი / კახა შამათავა:–"ბრძოლა ახლა იწყება!"

კახა შამათავა:–"ბრძოლა ახლა იწყება!"

   ნატო-სა და ევროპის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მეორე მოადგილემ დენიელ ფეიტამ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა:

   –"სამიტი მთლიანად ნატო-ს ამჟამინდელ წევრებს დაეთმობა, რაც, ჩემი აზრით, მცდარი მიდგომაა. ნატო გარკვეულწილად დაიღალა გაფართოების პროცესით. თუმცა, ამასთან არის გაურკვევლობა, ძირითადად ევროპელებში, თუ რომელ ქვეყანას შესთავაზოს ალიანსმა წევრობა. 2008 წელს იყო საქართველოს და უკრაინის ნატო-სთან დაახლოების ბიძგი, მაგრამ გარე ფაქტორებმა ეს პროცესი შეანელა. თუმცა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ზოგადად, ევროპასთან დაახლოება არ შენელებულა. ისტორიაში პირველად, შეიძლება მოწმე გავხდეთ იმისა, რომ ქვეყნები უფრო სწრაფად გადავიდნენ ევროკავშირის წევრობის მომდევნო საფეხურზე, ვიდრე ნატო-ს წევრობის იმავე ეტაპზე. ჩემი აზრით, საქართველოს ნატო-სთან უფრო ახლო დგომის შესაძლებლობა უნდა დაფიქსირდეს ალიანსის მხრიდან, იმაზე მეტად, ვიდრე ახლა გვაქვს. პაკეტი გაწერს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ სამხედრო თვალსაზრისით თუ მართვის კუთხით. ამასთან, შეიძლება ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც საბოლოო ჯამში რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავას გადაწყვეტს".

   რას მოიტანს საქართველოსთვის შეთავაზებული თანამშრომლობის პაკეტი და რას ფიქრობენ საკმაოდ აქტიურად მოქმედი არასამტავრობო ორგანიზაციები? ამის გასაგებად "ივერიონი" არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელს, კახა შამათავას დაუკავშირდა.

 

–ნატო-ს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებულ თანამშრომლობის ახალ პაკეტში შეიძლება ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავას გადაწყვეტს. რას მოიტანს ეს რეგულაციები დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივისთვის?

–ჯერჯერობით ჩემთვის ბუნდოვანია ეს წინადადება,მაგრამ ვინაიდან არაა განსაზღვრული რაზეა საუბარი, ალბათ მორიგი სატყუარაა, ამიტომ არ მინდა არაკომპეტენტური კომენტარი გავაკეთო, ერთს გეტყვით როგორც დევნილი, ნატო ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აგღვიდგენს, ეს არასერიოზულია, რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, აი აქ გველის ცხელი ზაფხულიც და შემდეგი თვეებიც. 

–და რატომ იქნება ცხელი?

–დევნილების ერთმა ჯგუფმა დაიწყო ლაპარაკი უმაღლესი საბჭოს ახალ არჩევნებზე, ამოიყენეს "ნაციონალური მოძრაობის" სახეები და იწყებენ ფართომასშტაბიან პროპაგანდას, ეს პროცესები არის მართული, ვიღაცეებს უნდათ საერთოდ დაშალონ აფხაზეთის სახელისუფლებო შტოები, ჩვენ ამ თემაზე მალე გავაკეთებთ პრესკონფერენციას, ხელისუფლებას  საერთოდ დავავიწყდით. ვფიქრობ გარდაუვალი იქნება დამატებითი არჩევნები,პრესკონფერენციის შემდეგ თუ გექნებათ სურვილი უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე.

–როდის გეგმავთ პრესკონფერენციას?

–სავარაუდოდ იმ კვირას, ასე რომ ბრძოლა ახლა იწყება.

 

 

 

16-08-2014, 19:04
უკან დაბრუნება