ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი:–"კაზანტიპი სირცხვილია!"

სალომე ზურაბიშვილი:–"კაზანტიპი სირცხვილია!"

   "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი კაზანტიპზე თავის შეხედულებას კიდევ ერთხელ აფიქსირებს სოციალური ქსელით და თან ახალ იდეას სთავაზობს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას.

   –"კაზანტიპი სირცხვილია !... არა იმ " მორალური" მიზეზების გათვალისწინებით, რომლის გამო ეკლესია ხან გმობს და ხან "შესწორებების შეტანის გამო" (სიტყვა შესწორებაზე ბაგრატის ტაძარი მახსენდება) აღარ კრძალავს.... 

მთავარი ამორალიზმი ამ ფესტივალისა სხვა რამეში მდგომარეობს: მისი ტრადიციული "კლიენტები" არიან უკრაინელები და რუსები (და ნაკლებად სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ქვეყნების მოქალაქეები) ... აქ დასავლეთ ევროპიდან არავინ ჩამოდიოდა და არც არაფერი სმენიათ იმის შესახებ ... 

და აბა ვიკითხოთ : ვინ არიან ის უკრაინელები, ვისაც დღეს ეცეკვებათ, როცა ქვეყანა ომში იმყოფება და უკვე ამდენი მსხვრეპლია ... ან რა მხარდაჭერაა საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის, როცა ყირიმის ოკუპაციის შედეგად გაუქმებული კაზანტიპი გადავარჩინეთ (ყირიმი არა კაზანტიპი!!!) და აქ გადმოვიტანეთ. ... ნუთუ რუსების იმედით (ორგანიზატორი და ინიციატორი ხო რუსეთშია) ვაწყობთ და რუსების გასართობად.... 

არავინ მითხრას შემოსავალი და მოგებაო.... ის ორი გროში რასაც ანაკლიელბს გადაუგდებენ ( ნაგავთან ერთად მერე გასაწმენდი რომ გახდება მთელი საწღვაო ზოლი) ისე გაქრება როგორც ქრებოდა არჩევნების დროს გაყალბებაზე მიღებული "ტალენტები" ... ამითი არც არავინ გამდიდრდებულა და ვერც სხვა გამართლება უპოვია....

ისე ერთი კარგი აზრი მაქვს : იმ აშენებულ დროებით საცხოვრებლებში ხომ არ გაუმასპინძლებოდა საქართველო უკრაინელ ბავშვებს (ორივე მხრიდან ანუ ასევე სეპარატისტულ რეგიონებიდან გამოყვანილებს) ... ამისთვის დარწუნებული ვარ ევროკავშირის და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების მიღება შესაძლებელია.... უკრაენელებს, სირიელი, ერაყელი, იეზიდები, პალესტინელი ბავშვებიც დავუმატოთ და მართლაც ზეიმი და ფესტივალი გამოგვივა საქართველოს საკადრისი!... საქართველოს იმეჯისთვის "მომგებიანი" და მორალურად გამართლებული .....

მგონი კარგი აზრია!"–წერს ზურაბიშვილი.(სტილი დაცულია).

 

16-08-2014, 19:36
უკან დაბრუნება