"19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ქ.ზუგდიდში, ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, 10:00 სთ-ზე საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება აღავლენენ. 15:00 სთ-ზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში.
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას", - ნათქვამია განცხადებაში.