ივერიონი / ამერიკა კვლავ "სენდის" ებრძვის

ამერიკა კვლავ "სენდის" ებრძვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალმა "სენდიმ"  40-მდე ადამიანი იმსხვერპლა.


უცხოური მედიის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 18 ადამიანი ნიუ-იორკის მკვიდრია. ეს ქალაქი  ნიუ-ჯერსისთან ერთად, ყველაზე მეტად დაზარალდა.


ქვეყნის რამდენიმე შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.დატბორილია აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქებიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება მილიონობით ადამიანს.


ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დაიხურა რამდენიმე ატომური ელექტროსადგური. სტიქტიის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 15 ათასი ავიარეისი გაუქმდა.


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. სტიქიის შედეგად შეწყვეტილი იყო წინასაარჩევნო მზადებაც.

წინასაწარი ინფორმაციით, ზარალი სავარაუდოდ, 100 მილიარდი დოლარია. ამასთან, უცხოური მედია წერს, რომ ქარიშხალი "სენდი" თანდათან კანადისკენ ინაცვლებს.

31-10-2012, 11:28
უკან დაბრუნება