ლუდის ფესტივალმა "kutaisi beer fest 2014"-მა "კომპანია " ნატახტარის" ორგანიზებით დღეს ქუთაისს უმასპინძლა. ტრადიციულად ქუთაისში ლუდის ფესტივალი სახელწოდებით "კუტაისი ბეერ ფესტ 2014" "კომპანია " ნატახტარის" ორგანიზებით ბალახვნის 100-ს საფეხურიან კიბეებთან გაიმართა, რომლის მიზანი ქართველ ხალხში ლუდის სმის კულტურის დამკვიდრებაა, ლუდის საერთაშორისო ფესტივალს შავფაროსნებმა უმასპინძლეს, მომღერლებმა ასევე რამდენიმე მუსიკალური პროგრამა წარმოადგინეს , ასევე გაიმართა საზიომო შეჯიბრი ლუდის სმაში,რომლის გამარჯვებულს " ნატახტარის" კომპანიისგან, მაისური,და ქუდი, გადაეცა. ღია ცის ქვეშ შეკრებილ ახალგაზრდებს თუ შუა ხნის მამაკაცებს, ასევე ფესტივალზე მისულ ქალბატონებსაც, ლუდის შეძენა სპეციალური მონეტით შეეძლოთ, ასევე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე გასართობი თამაში ფესტივალზე მიწვეულ სტუმრებისთვის, და პატარებისთვისაც. ნატახტარის მიერ წარმოდგენილი იქნა მისივე პროდუქციის ხუთი სხვადასხვა დასახელების ცოცხალი ლუდი.
ფესტივალი ქუთაისში 31 აგვისტომდე გაგრძელდება, ბოლო ვიზიტს კი ნატახტარი ზუგდიდში დაასრულებს.
დავით ცხვარაძე