ივერიონი / გიორგი ლაღიძე:–"მედიკამენტებზე რეცეპტის შემოღების უკან კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესები დგას

გიორგი ლაღიძე:–"მედიკამენტებზე რეცეპტის შემოღების უკან კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესები დგას

   პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე მედიკამენტებზე რეცეპტების შემოღებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე რეცეპტის შემოღების უკან კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესები დგას.

   –"ცალსახად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და მიმაჩნია, რომ მედიკამენტებზე რეცეპტის შემოღების უკან კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესები დგას, ამ საქმეს ნამდვილად ფულის სუნი უდის, როგორც სჩანს, ვიღაც– ვიღაცეებს ნაშოვნი მილიონები და მილიარდები არ ჰყოფნით და მოინდომეს გაჭირვებულ ხალხს ბოლომდე სული ამოხადონ, მოგეხსენებათ ჩვენთან ექიმთან ვიზიტი რა ჯდება, აქაც ფულს შოულობენ, და ამ აკრძალვის შემდეგ მათი პაციენტების რიცხვი გაასმაგდება, ხოლო ვიღაც ვიღაცეების ჯიბეში დამატებით მილიონები დაილექება, ისე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ საქმეს ლობისტები უმაღლეს ხელისუფლებაში ჰყავს..."

 

17-08-2014, 11:38
უკან დაბრუნება