კონსტანტინე გამსახურდია "facebook"-ის საკუთარ გვერდზე კაზანტიპის ფესტივალს ეხმაურება.
" მართლაც რა ეკაზანტიპებათ?! და ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიდის მთელი ქვეყნის არსებობისთვის, მისი პოლიტიკურ რუკაზე დარჩენისთვის და არა რომელიმე ლუგანსკის ან დონეცკისთვის? მაგრამ მანდ ალბათ ყველაზე დაბალი დონის ხალხი იკრიბება. შეიძლება ითქვას ოლიგოფრენიზმის და სიყეყეჩის დონესთან უკვე საშიშად მიახლოებული გოგო-ბიჭები, რომელთაც ერთი სერიოზული წიგნიც არ წაუკითხავთ, რომლებიც ქუჩაში დადიან ხოლმე ყურებში გაკეთებული სასმენებით და მთელი დღე განუწყვეტლად უსმენენ ამ მოსაწყენ, ყურთასმენის დამაზიანებელ მონოტონურ მუსიკას თუ ჯაგაჯუგს.
და ისინი, ვინც ირაზმებიან ამის საწინააღმდეგოდ და მზად არიან 17 მაისის მსგავსი სცენარი გაიმეორონ? სადაც ერთ ჩანჩურა უბადრუკს, ტატუირებულს, გრძელთმიანს ან საყურეგაჩხერილს ხუთასამდე კუნთმაგარი და სქელკისერა მისდევს? ერთხელ მაინც თუ გახსენებიათ ან გაუპროტესტებიათ "ღვთის" ამ სათნო მსახურთ ალაჰის სახელით ყელგამოჭრილი და აკუწული ქრისტიანები მახლობელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ერაყში, სირიაში, ლიბანში, ეგვიპტეში, პაკისტანში? ან ოდესმე თუ მოსვლიათ იდეა ასე რეპრესირებულთა შვილებისთვის მოაწყონ მართლადიდებლური ხელოვნების და კულტურის ფესტივალი, ხატწერის, გალობის, ფოლკლორული ცეკვების კურსებით, რელიგიური შინაარსის ფილმებით და თეატრალური წარმოდგენებით რამოდენიმე ენაზე? სახსრებს ვერ მოიძიებენ საამისოდ თუ რა?"- წერს კონსტანტინე გამსახურდია.