ივერიონი / ეკა ბესელია: მსგავსი ფაქტები არ უნდა მოხდეს

ეკა ბესელია: მსგავსი ფაქტები არ უნდა მოხდეს

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ეხმაურება.
 "ძალიან სამწუხარო ფაქტია, მე ძალიან ვწუხვარ და ვფიქრობ, რომ ასეთ ფაქტებს განსაკუთრებული ყურადღება და განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რომ გავიგოთ რამ გამოიწვია ეს სამწუხარო შედეგი, გამოძიება მიმდინარეობს. ოჯახს სჭირდება კითხვებზე პასუხები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფაქტი გამოვიძიოთ და მსგავსი აღარ მოხდეს", -განაცხადა ბესელიამ

18-08-2014, 08:14
უკან დაბრუნება