შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული რობერტ შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და აბის ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინიდან 88 აბი და აბის ნატეხი "სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,7322 ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.