საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ გამორიცხავს. აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რათა აღდგენილიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის წარმატება აბაშიძე-კარასინის ფორმატისა. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო, თუმცა თუ ეს ისევ განმეორდება, ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.