ივერიონი / ჯონდი ბაღათურია - კრიზისს ხალხსა და ხელისუფლებას შორის შემოდგომაზე ველოდოთ!

ჯონდი ბაღათურია - კრიზისს ხალხსა და ხელისუფლებას შორის შემოდგომაზე ველოდოთ!

   გვესაუბრა "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია
   ბატონო ჯონდი, ამ ბოლო ხანებში საქართველო ბევრი არაორდინალური სიტუაციის მომსწრე  გახდა.
   დავიწყოთ კაზანტიპით, რომელიც ზეგ ანაკლიაში "ტრიუმფით" გაიხსნება. თქვენ იყავით ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილე. რამდენადაც ვიცით ამ აქციას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ხვალ წმინდა სინოდის მონაწილეობით იგეგმება პარაკლისი ანაკლიაში. რას შეცვლის ეს არსებითად და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნას ბოლომდე წაუყრუა. თქვენ რას ელოდებით ხვალინდელი დღისგან
 მინდა გითხრათ, რომ მე ვესწრებოდი პარაკლისს, რომელიც ანაკლიაში გადაიხადეს, ეს იყო ეკლესიის წარმომადგენელთა მსვლელობა და მეც მათთან ერთად მივიღე მონაწილეობა. სრულიად ვეთანხმები ამ საკითხთან ეკლესიის შეხედულებას.  ეს  არის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მიმართულება, რომელიც დიდი ცოდვებისკენ არის მიმართული.
 აქ სამი რამის თავისუფლებაზეა საუბარი. ეს არის: ნარკოტიკული თავისუფლება, ჰომოსექსუალური თავისუფლება და გარყვნილების პროპაგანდა.
  ყველას თავი უტეხია საკუთარ სახლში და თავის საწოლში. ამის ესე პროპაგანდა კი  სირცხვილია.
  რატომ არის ყოველთვის ხალხსა და ხელისუფლებას  შორის კამათი, ნუთუ სხვა საქმე  დაილია?   რა უღირსი არგუმენტით გამოდის ზოგოერთი ჩინოვნიკი, ყველა არ მყავს მხედველობაში. ჩამოიყვანო  აქ რამდენიმე ადამიანი და "აზაბოჩენი"  ახალგაზრდები დაახვედრო, ეს სუტენიორბაა და სხვა არაფერი.  კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად ვიზიარებ ეკლესიის შეხედულებას.
 პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება კულუარებს უკვე გასცდა  და ამ ბოლო დღეებში მან საჯარო ხასიათი მიიღო. თქვენის აზრით, რისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული, ვის დააზარალებს და უკვე ხომ არ გამოიკვეთა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები ქვეყანაში? მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე?
   ვთქვათ მოხდა სასწაული  და დაინიშნა ვადამდელი საპარლამენო და საპრეზიდენტო არჩევნები, რას შეცვლის ეს ქვეყანაში და შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური ბალანსის არსებითად შეცვლა  და ახალი ძალების მოსვლა ხელისუფლებაში?
 დავიწყოთ იქიდან, რომ კრიზისს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული უთანხმოება ვერ შექმნის, კრიზისი ხალხსა და ხელისუფლებას შორის შეიქმნება შემოდგომაზე, ამ კრიზისს შექმნის არარაციონალური ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის სოციალური ფონი შეუწყობს ხელს, თუმცა მორალური მხარე გავლენას იქონიებს.
  მინდა ავღნიშნო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს თავისი უფლებები აქვს, რადგან მარგველაშვილი ამ  ფუნქციით პრეზიდენტობას  დათანხმდა, მან ეს წინასწარ იცოდა. ეს  არარაობის ფუნქციაა. გახსოვთ ალბათ თავის დროზე ხმალაძემ ახსნა  რა არარაობაა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამით არც მარგველაშვილს და არც ხმალაძეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ.
  მიუხედავად მისი შეკვეცილი ფუნქციებისა ის სახელმწიფოში ყვეალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. პრეზიდენტის ფუნქცია დეკორაციია, ამიტომ  არ ვამტყუნებ პრემიერს, როდესაც პრეზიდენტის მიმართ პირდაპირია.
    ამ დღეებში საზოგადეობა ახალი სიურპრიზის მომსწრე გახდა. ივანიშვილის ნაქებმა მინისტრმა ბ-ნ დავით სერგეენკომ ისეთი არა  პოპულარული ინიციატივები შემოგვთავაზა, გაჭირვებულ და ჯიბეგაფხეკილ ხალხს ყოფით პრობლემებს კიდევ უფრო დაუმძიმებს. საუბარია "რეცეპტის ინსტიტუტის" შემოღებაზე, რომელიც სისტემატური მოხმარების წამლებზეც ექიმებთან ვიზიტს ითვალისწინებს და სასწრაფო დახმარების ე.წ პრირორიტეტულობაზე , რომელსაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. როგორ შეაფასებთ ამ ახალ ინიციატივას და რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს იგი?
  მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სერგეენკოს მიმართ საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი, აღნიშნულ ინიციატივას უარყოფითად შევაფასებ.
  დავით სერგეენკო საკმაოდ კარგი ადამიანი  ჩანს, თუმხცა მიმაჩნია, რომ სახელმწიფო დამატებითი პრობლემების შექმნით არ უნდა იყოს დაკავებული.  ხელისუფლებამ მოსახლეობას ზედმეტი წინაღობა არ უნდა შეუქმნას. ასე მივიდა სააკაშვილიც სააკაშვილობამდე, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობა, ერთგვარი უპატივცემლობა გარკვეულ წილად ქმნის  სააკაშვილიზმს.
 შენ შენი გაიტანო და სხვისი არ გაითვალისწინო, ასე არ შეიძლება.
    და ბოლოს,  რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამ ბოლო დღეებში კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავება ქვეყანაში და ხომ არ არის მოსალოდნელი კიდევ უფრო გაუარესება და შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამ ყველაფრის უკან გარკვეული ბნელი ძალები დგანან, თუ ეს სამართლებრივი სტრუქტურების მოუქნელ მუშაობაზე მეტყველებს?
   არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია მომატებულია.  დღესდღეობით პოლიცია მუშაობს, მართალია შეიძლება ხარვეზებიც დიდია,მაგრამ კარგად მუშაობს. ოპონირება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ვთქვათ ცუდია, შეიძლება " ნაციონალური მოძრაობა"  ("ქვეყანაშია ფერები მუქი" )მუქი ფერების დახატვას ცდილობს, მაგრამ ასე არ არის.
  მე დიდ პატივს ვცემ ჭიკაიძეს და ის თავის საქმიანობას კარგად უძღვება. 


 ესაუბრა ნათია ხარბედია

18-08-2014, 16:23
უკან დაბრუნება