ჯანდაცვის სამინისტროში რეცეპტის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო სემინარები გაიმართება. სემინარები ყოველდღე ჩატარდება, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
"გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მე-10 სართულზე ფუნქციონირებს სემინარების ოთახი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს (ექიმი სპეციალისტი, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, კლინიკის მენეჯერი) ექნება საშუალება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეცეპტებთან (ფორმა N3) დაკავშირებით. სემინარები გაიმართება ყოველდღე 12:00; 14:00; 16:00; 18:00 საათზე. ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს, ნომერზე - 1505"." - აღნიშნულია განცხადებაში.