ივერიონი / კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა

კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა

  კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

  “საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე კახა თარგამაძეს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, დაბადებულს 1955 წლის 30 ნოემბერს საქართველოში”, – ნათქვამია განკარგულებაში.

18-08-2014, 19:12
უკან დაბრუნება