პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის შესახებ კანონში სავარაუდო ცვლილებების შეტანას "Facebook"-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"თუ კარგად გავიგე მთელი ამ კანონმდებლობის გადაკეთების არსი იმაშია რომ - პრეზიდენტს ეზღუდება არა მხოლოდ მთავარსარდლის კომპეტენცია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება სხვაა: ანუ უშიშროების საბჭოს ფაქტობრივად გაუქმება და მისი გადატანა ახალი ფორმით და დაქვემდებარება პრემიერისადმი !!!!????
" ბათუმელების" დეტალური სტატია ასე განმარტავს "საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონპროექტით კიდევ ერთი საკითხი იცვლება, რომლის მიხედვითაც საგანგებო, საომარი, კრიზისული და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის უწყებათშორის კოორდინაციას წარმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და არა უშიშროების საბჭოს, რომელიც პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოა."
ეს ალბათ იმასაც ნიშნავს რომ 73 მუხლის ზ) პუნკტი ჩვენი კონსტიტუციის რომელიც გაითვალისწინებს რომ "საქართველოს პრეზიდენტი თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას..." ალბათ უმოქმედო გახდება თორემ უმოქმედო უშოშროების საბჭოს პირობებში ამ პასუხისმგებლობას როგორ უნდა უზრუნვლეყოს??????
თურმე პარლამენტი ამ კანონპროექტზე უკვე აპრილიდან მუშაობს და ეს ხალხისთვის დღეს ხდება ცნობილი..... სად არის გამჭირვალეობა და დემოკრატია ამ პროცესში?
რაღაც უნდა გაირკვეს ბოლო ბოლო : თუ მთავრობა, პრემიერი თუ ბიძინა თვლიან რომ პრეზიდენტი სანდო აღარ არის, უნდა გვითხრან გარკვეულად რატომ და რისგამო მათი შერჩეული აღარ იმსახურებს ნდობას ქვეყნისა.... ისე რომ ქვეყანა და მისი აუცილებელი ინსტიტუტები არ გადააყოლონ ერთ კაცს...
თუ პირიქით, კაცი არაფერ შუაშია, და მიზანმიმართული გეგმაა რომ ქვეყანას ყველა მისი დასაცავი მექნიზმები და ინსტიტუტები მოეშალოს , ეს უკვე ძალიან სერიოზული საკითხია რომლის ასე მიშვება ნამდვილად არ შეიძლება.... აქ უკვე დგას პრეზიდენტის პასუხისმგებლობა რომ თავის მოვალეობა სეასრულოს როგორც "ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნულ დამოუკიდებლობის გარანტი" (კონსტიტუციის მუხლი 69).
ან თუ ერთშიც და მეორეშიც ვცდები შეიძლება ჩემსავით ბევრი ცდება და აგვიხსნან რა ხდება ჩვენ თავს და რას ემსახურება ეს გაუთავებელი კონსტიტუციის " მორგების" პროცესი....?"