დონეცკელმა სეპარატისტებმა სიკვდილით დასჯა შემოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს . სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა "დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის" ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯა შემოიღეს. შესაბამისი "სისიხლის სამართლის კოდექსი" ე.წ. მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის მიერ იქნა დამტკიცებული.
ვლადიმერ ანტიუფეევის განცხადებით, რომელიც საკუთარ თავს ე.წ. "დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის" ვიცე-პრემიერს უწოდებს, სიკვდილით დასჯა - "არა შურისძიებას, არამედ სოციალური დაცვის უმაღლეს საფეხურს" წარმოადგენს, რაც აუცილებელია "ხალხის დასაცავად". სიკვდილით დასჯა, მხოლოდ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და მხოლოდ მამაკაცებზე გავრცელდება" - აღნიშნულია "დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის" პრესცენტრის საიტზე.