ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ სოლიდარობის ფონდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დღეს დამტკიცდა.
"საჯარო სექტორში დღეის მონაცემებით დაახლოებით, 14 000-მდე ადამიანმა გამოხატა სურვილი ნებაყოფლობით დონაციაზე. ყოველთვიური შენატანების მოცულობით 150 000 ლარამდე ავედით. დღეს სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის კონცეფცია და ზოგადად, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა. პირველი სექტემბრიდან უკვე დავიწყებთ განაცხადების მიღებას და იმედი გვაქვს, რომ 4-5 ბავშვის დაფინანსებას სექტემბერშივე შევძლებთ. ფონდის ხელმძღვანელად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში იქნა არჩეული. ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით, 8 მილიონი ლარის მობილიზებას, რაც მთლიანად მოხმარდება ონკოლოგიური დავადებების მქონე ბავშვებს", - განაცხადა კობახიძემ