უწმინდესმა და უნეტარესმა,კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა
"ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, როდის მოხდება ფერისცვალება საქართველოსი და დაწყებულია თუ არა ეს ფერისცვალება. ჩვენ უნდა ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ მრავალი განსაცდელის წინაშე დგას კაცობრიობა, კაცობრიობა თანდათან კარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საქართველო კი პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება, ეს პროცესი, ეს ფერისცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისათვის", - განაცხადა ილია მეორემ.