მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევროკავშირისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ევროკომისიას, ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა ბერკეტით. განცხადება ელმარ ბროკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს, იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ექსპორტიორებს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებებს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულში, რათა ხელი შევუწყოთ სწრაფ თანხმობას პროცედურის ფარგლებში ევროპარლამენტთან და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, მოახდინონ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება დაუყოვნებლივ. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ კომისიას, ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა შესაძლო საშუალებით." - ნათქვამია განცხადებაში.