შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად დაშავებული მთამსვლელი პავახ პიენკოხსკი მწვერვალ უშბიდან ჩამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ უშბაზე, 4000 მ სიმაღლეზე დაშავდა პოლონელი ტურისტი და ითხოვს დახმარებას. პოლონელ მთამსვლელთა 5 კაციანი ჯგუფი უშბაზე ერთ-ერთ მარშრუტის გავლის დროს ქვათაცვენაში მოყვა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფეხის ტრამვა მიიღო და მარშრუტის გაგრძელება ვეღარ შეძლო.