ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას დღეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად არის ბრალდებული.
ჯანაშია მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას აპროტესტებს.
"დაყადაღებულია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ქონება - საცხოვრებელი სახლი, ჩემი ანგარიში, საიდანაც პენსიას ვიღებდი. ერთი ნაბიჯი სხვა მიმართულებით არ გადამიდგამს და ეს სასამართლოზე უნდა დავამტკიცო",- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.