ივერიონი / ფინანსთა სამინისტროში სპეციალური ჯგუფი იქმნება

ფინანსთა სამინისტროში სპეციალური ჯგუფი იქმნება

ფინანსთა სამინისტროში პარლამენტთან ურთიერთობის დარეგულირების მიზნით სპეციალური ჯგუფი იქმნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.


"პარლამენტთან ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, და იმის გამო რომ პარლამენტი თბილისში აღარ არის განთავსებული, ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი სამსახურის შექმნა, რომელიც ქუთაისში იმუშავებს. ეს 4-5 კაციანი ჯგუფი იქნება და ისინი პარლამენტის  სხდომებს დაესწრებიან,  რათა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ დროულად მიიღოს. იმის გამო, რომ მინისტრის მოადგილეების რაოდენობა განახევრებულია, გაიზარდა მინისტრის პასუხისმგებლობის სფერო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში ნოდარ ხადურის პირველი მოადგილე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი დავით ნარმანია გახდება. ეს ცვლილება მას შემდეგ განხორციელდება, რაც რეგიონალური მართვის სამინსიტრო გაუქმდება.

31-10-2012, 13:47
უკან დაბრუნება