თბილისის მერის განცხადებით, "ის მექანიზმები, რასაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს".
"სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, საპროცესო კანონმდებლობა პირნათლად დაიცვან. ამიტომ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები კანონმდებლობიდან გამომდინარეობს", - განაცხადა ნარმანიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის სახლის დაყადაღება და შემდგომ მისი ჩამორთმევა იგეგმება.