ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფი იგივე დარჩება.
"მოგეხსენებათ, ზრდა განისაზღვრება რამდენიმე კონპონენტით: ეს არის გენერაცია, განაწილება და დისტრიბუცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე კომპონენტში მოხდეს ტარიფის გაზრდა, თუმცა საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი დარჩება იგივე ალბათ, ანუ მოსახლეობა გადაიხდის იგივე შემცირებულ ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდა", - განაცხადა კალაძემ.