ივერიონი / განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
   "მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134 კმ-ზე ღვარცოფული გამონატანის შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში ყველა სახის ავტო-ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. პირველადი ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მთის მასა ჩამოწვა. ცუდი ხილვადობის გამო ამ ეტაპზე, შეუძლებელია განისაზღვროს, ჩამონაშალის რაოდენობა და შემადგენლობა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თერგის დაგუბების საშიშროება არ არსებობს, რადგან მდინარემ თავისით იპოვა დროებით კალაპოტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგანგებოდ მოაწყო. არსებული მონაცემებით მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე", - ნათქვამია განცხადებაში.

21-08-2014, 06:41
უკან დაბრუნება