ივერიონი / გაცხელებული თავები, ყინულიანი წყალი და ქართული ტინგიცობა!

გაცხელებული თავები, ყინულიანი წყალი და ქართული ტინგიცობა!

 მსოფლიოში მიმდინარე ე.წ.  "სოლიდარობის აქციას", როგორც მოსალოდნელი იყო,საქართველოც შეუერთდა. უკვე მეორე დღეა  სოციალური ქსელი ამ იდეას ყველა ბრუნვაში ატრიალებს!
   დაავადებულთა დასახმარებლად გაწეული ქველმოქმედება უდაოდ მისასალმებელია, მაგრამ, როცა ეს ყველაფერი რიტუალის სახეს იღებს და საზოგადოების ქილიკის ობიექტი ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ  რაღაც თავსმოხვეულ ავანტიურასთან გვაქვს საქმე...
  ჯერ-ერთი, არავინ იცის, ეს ე. წ. "საყოველთაო ქველმოქმედება"  მივა თუ არა ადრესატამდე, მეორეც, საქართველოში ამ იდეამ  იმდენად ცინიკური ხასიათი მიიღო, სახედაკარგულები (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) როლებში კიდევ უფრო ღრმად შევიჭერით და ახლა ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო მეტს "გამოიწვევს" ამ  "საყოველთაო მარათონში".
არა გვგონია, ჩვენს  გაცხელებულ თავებს ყინულიანმა წყალმა უშველოს!
   ხოლო, თუ მაინცდამაინც გამოწვევაზეა საუბარი, ჩვენ მარათონში "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ვიწვევთ- თქვენგან ხალხი არა სამადლოდ გაღებულ მოწყალებას, (რომელიც ღმერთმა იცის, სად წავა და ვის ან რას მოხმარდება),  არამედ, დაპირებული "საამური ცხოვრების" მეათედს მაინც ითხოვს!

  ისე, საქართველოში საღლაბუცო თემას რა გამოლევს... 

21-08-2014, 12:00
უკან დაბრუნება