ივერიონი / "ამ არაჟურნალისტების და უწესო ადამიანების წინ წაწევა და წესიერი, პროფესიონალების დაჩაგვრა არავის არ უნდა შერჩეს",

"ამ არაჟურნალისტების და უწესო ადამიანების წინ წაწევა და წესიერი, პროფესიონალების დაჩაგვრა არავის არ უნდა შერჩეს",

   -"ამ არაჟურნალისტების და უწესო ადამიანების წინ წაწევა და წესიერი, პროფესიონალების დაჩაგვრა არავის არ უნდა შერჩეს", - ასეთი პოსტით გამოეხმაურა ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მალხაზ ბასილაიას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში დასაქმების შესახებ ინფორმაციას.

   "პროექტმა "ინფო9"-მ და ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" საქართველოში შექმნა ახალი გენერაციის ჟურნალისტების მთელი თაობა, რომლებსაც შეუძლიათ პრინციპულად და გაბედულად დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა უფლებებიც. არ ვაკნინებ სხვა არხების დამსახურებას, მაგრამ საქართველოს ისტორიაში არც ერთ ტელევიზიას არ გააჩნდა ასეთი ვრცელი და მრავალრიცხოვანი ჟურნალისტური ქსელი რეგიონებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჟურნალისტობის დამადასტურებელ ბარათებზე "ინფო9"-ს საქართველოს კონსტიტუციის 154-ე მუხლი ჰქონდა ციტირებული. ეს იყო მათი დაცვა ძველი რეჟიმის ზონდერებისგან.

   დღეს, სულ ცოტა, 1600-მა კაცმა საქართველოში კარგად იცის, რომ ქართული კონსტიტუცია იცავს მას და "სიტყვის თავისუფლება მისი უფლებაა", ხოლო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა, - დანაშაული", - განუცხადა მან "ინფო9"-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, "თავისუფლების ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია და მას უკან ვერავინ დააბრუნებს".

21-08-2014, 12:04
უკან დაბრუნება