გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრა. პრეზიდენტი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობა.
დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგულის შესახებ, თუმცა, წუხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესზე მომუშავე ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.