საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ქართველი დეპუტატები ლათინო-ამერიკაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. ქართული დელეგაცია არგენტინას ეწვია და პირველი ოფიციალური შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა.
ქართულმა მხარემ დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოში არგენტინის საელჩოს გახსნის საკითხი დააყენა, რასაც არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი დადებითად გამოეხმაურა.
"მოგეხსენებათ, არგენტინა მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული მოთამაშეა. სამხრეთ ამერიკის თვალსაზრისით, წამყვარი სახელმწიფოა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვეოდეს. არგინტინას თავისი პრობლემები აქვს დიდ ბრიტანეთთან, სხვა წამყვან სახელმწიფოებთან, მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ შევთანხმდით, რომ არგენტინა საქართველოსთან ურთიერთობაში საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების ერთგული იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.