რუსთავის პირველ და მეორე კოლონიაში პატიმრებსა და ციხის ზედამხედველებს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის ფაქტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარიც ადასტურებს.
მინისტრი მოუწოდებს პატიმრებს და მათ მშობლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და საშუალება მისცენ ციხის ადმინსტრაციას გამოასწორონ შექმნილი მდგომარეობა.
"ნუ ეცდებიან ციხეში მდგომარეობის გარედან პროვოცირებას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატიმართა უფლებები იყოს დაცული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.