შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი გაცნობის მიზნით, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ეწვია.თბილისის მერმა ელჩს თავისი შეხედულებები გააცნო.
"მათ ისაუბრეს მოსახლეობის დაუცველი ნაწილისთვის სოციალური პროგრამების, ინფრასტრუქტურის განვითარების, სპორტის ხელშეწყობისა და ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აგრეთვე შეეხნენ შვეიცარიასა და საქართველოს დედაქალაქს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებასა და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის სფეროები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ჩათვლით. ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა ძველი თბილისის სილამაზეს და აღნიშნა მისი მნიშვნელობა ტურისტებისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის. ბატონი ელჩი აგრეთვე შეეხო ტრანსპორტის საკითხს და ხაზი გაუსვა მის როლს ჯანსაღი ურბანული დაგეგმარებისა და მომავლის განვითარების საქმეში", - აცხადებენ შვეიცარიის საელჩოში.