მრავალი წინააღმდეგობის, მიმართვის თუ აქციის შემდეგ კაზანტიპი მაინც დაიწყო. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ამ თემას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
–" მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან, ახალი მუსიკის გავრცელებას იმ ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობდით, -
მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, -წინ ვერაფერი აღუდგებოდა...
რატომ?!
იმიტომ, რომ ეს მუსიკა ქმნიდა ახალ წარმოდგენებს მუსიკაზე, გამოხატვის ფორმებზე, ადამიანის მუსიკისადმი დამოკიდებულებაზე, ადამიანის თავისუფლებაზე, საერთოდ!
ეს მუსიკა ცვლიდა კულტურულ პარადიგმას და ეს არ იყო ხელოვნური, - რადგან ასობით მილიონი ადამიანის შინაგან, გაუცნობიერებელ მისწრაფებას ეხმიანებოდა განახლებისაკენ, უძრაობიდან თავის დღწევის სურვილს, განცდასა და საკუთარი არაკონტროლირებადი სამყაროს შექმნისაკენ!
კლასიკური კულტურული გარემო ინგრეოდა, თაობები გამოდიოდნენ მეორე მსოფლიო ომის კოშმარის განცდისგან, რომელსაც საფუძველი 50-იანი წლების შუა ხანებიდან დაედო! ადამიანები მოძრაობაში მოდიოდნენ - ისინი საკუთარ თავზე იმარჯვებდნენ და...მარწუხებიდან თავისუფლდებოდნენ...
საბედნიეროდ, მე ამ მეინსტრიმულ ტალღაში სულ ბავშვობიდან მოვხვდი - ეს ჩემი მაღალინტელექტუალური უცხოელი მეზობლების დამსახურება იყო, - მათ ამინთეს ის, საიდანაც სინათლის სხივების მიმართულება ჩანდა... ეს უკვე ორიენტირი იყო, რომელსაც მიჰყვებოდი, მაგრამ რომელსაც თან უზარმაზარი შრომა სჭირდებოდა გარკვეულიყავი იმ კულტურის რაობაში, რომელიც, თითქოსდა უცხო იყო, მაგრამ შინაგანად სრული თავსებადი და მიმზიდველი აღმოჩნდა... ცხადია, ეს მაშინ ხდება, საკუთარი კულტურის და აღზრდის მადლი თუ გცხია კაცს...
ეს პარალელი დღევანდელობასთან შემთხვევით არ გამივლია...დღეს წავიკითხე ერთი არაუჭკუო კაცის ნაწერი, მაგრამ უფრო ეპიგონის ნაწერს ჰგავს, პროპაგანდისტული სარჩულით:
კაზანტიპი განახლებაა, მუსიკა იქ რაც ისმის, განახლებააო!
და მან მოიყვანა მაგალითი, თუ როგორ იმოქმედა მასზე, ბავშვობაში, ახალმა მუსიკამ - ცნობილი როკ-ჯგუფის ცნობილი სიმღერა "აირონ მენ"-ი მოიტანა...არა, აშკარაა, - მასზე არ მოუხდენია ახალ მუსიკას დიდი გავლენა, -
მას არ უცხოვრია ამ მუსიკაში, ეს არ არის მისი მუსიკა, რადგან...
ეს მუსიკა ადამიანს ფილტრავს, წმენდს და სიყალბის იგნორირებისაკენ უბიძგებს, რადგან ღია და აშკარაა თავისი გამოხატულებებში! თუ შენ ეს კულტურული რევოლუციის მუსიკალური ასპექტი დღევანდელ მდარე ელექტრომუსიკალურ ბიზნეს/გადახრილ ორგიას უნდა შეუდარო, - მაშინ, ვერაფერი გაგიგია!
მე იმ თაობას ვეკუთვნი, მონტერეი და ვუდსტოკი, ბიტები და ჰიპების იდეოლოგია ვიღაცისგან რომ არ გაუგია...
კაზანტიპის სიყალბის შედარება კულტურულ ძვრებთა, რომელმაც უნდა შეცვალოს გარემო და ადამიანის განწყობები, ნიშნავს, - არაფერი გესმის და მდარე პოლიტიკური პროპაგანდის ჩარჩოში აზროვნებ!"