საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე შედიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთის მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა.