ივერიონი / საგარეო საქემეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქემეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

   საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ  უკრაინის მთავრობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოახერხებს.

   საგარეო უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
  "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციასთან დაკავშირებით, რაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდძალ მსხვერპლს იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის, სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას უნდა მიეცეს სათანადო, უმკაცრესი შეფასება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასა და ხალხს და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, უკრაინის მთავრობა მოახერხებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.

21-08-2014, 19:30
უკან დაბრუნება