სატელეფონო საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს უელსის სამიტი იყო. ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
გერმანიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის საქართველოს სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა.