"სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს. მან ასევე "ნაციონალების" ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა ხაზგასმა.
-" თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მაშინ არავითარი ამერიკელების კარნახით არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. რაშიც დამნაშავეა მიხეილ სააკაშვილი იმ კონკრეტულ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. ზოგიერთის ლოგიკით არავის არ უნდა შეეხონ წინა ხელისუფლებიდან, მაგრამ იმ ადამიანებმა რა ვქნათ, ვინც სამართლიანობის აღგენას ველოდით?
ჩვენ ველოდით სამართლიანობის აღდგენას და ეს სისრულეში პროკურატურამ უნდა მოიყვანოს. თუ ვერ მოიყვანს, მაშინ ჩვენ ჩვენს სამართალს დავაყენებთ. მთელმა მსოფლიომ იცის, რაც ვალერი გელაშვილს უქნეს. კეთილი ინებონ და პასუხი აგებინონ დანაშაულისთვის.
არ მივცემთ "ნაციონალებს" ხელისუფლებაში დაბრუნების უფლებას. ცხვირ-პირს დავუმტვრევთ, ვისაც მოუნდება კიდევ მოვიდეს ხელისუფლებაში. მათი დაბრუნება ჩვენ დახოცვას ნიშნავს, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ."