"გიგა ფარტენაძის ოჯახი მას უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ეს ახალი ხელისუფლების მიერაც იყო აღიარებული, რომ არა ამ ხელისუფლების უნიათობა, გიგა დღეს შეიძლება თავისუფალი და ცოცხალი ყოფილიყო".
საზოგადოებას კარგად ახსოვს გიგა ფარტენაძის გახმაურებული საქმე, რომელიც 2014 წლის მარტში გეგუთის კოლონიაში გარდაიცვალა. იგი 2011 წელს დააკავეს და ამავე წლის 14 სექტემბერს სისხლის სამართლის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ბ პუნქტით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. სასამართლო ამ დრომდე მიმდინარეობს და როგორც გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, უშედეგოდ. გიგა ფარტენაძის ძმა, კობა ფარტენაძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, ნატალია ხოხიაშვილს შეხვდრა. შეხვედრის შემდეგ ამ უკანასკნელმა "ივერიონს" განუცხადა:
–"მაშინდელ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია რომ გიგა ფარტენაძე იყო საქართველოს ნაკრების წევრი ქართულ რომაულ ჭიდაობაში, მან მრავალჯერ მოიპოვა წარმატება საერთაშორისო ტურნირებში და ასახელა საქართველო. დღეს მისი ოჯახის წევრები მაშინდელი გამოძიების და სასამართლოს დარღვევებზე საუბრობენ. მათ ოჯახს დიდი იმედი ჰქონდათ ახალი ხელისუფლების, მცდელობა არ დაუკლიათ როგორმე საქმის ხელახალი გადახედვისთვის მიეღწიათ, მაგრამ სხვადასხვა ინსტანციებში გადაგზავნილი წერილები საბოლოოდ ისევ იმ პროკურორებს ეწერებოდათ განსახილველად, რომელთა წყალობითაც პირადი შუღლის საფუძველზე გიგა ფარტენაძე 15 წლით ციხეში გამოკეტეს. გიგა ფარტენაძის ძმამ კობამ ჩემთან საუბარში აღნიშნა ეს ფაქტი, გავაპროტესტეთ პარლამენტში, მაგრამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამშრომლებმა უთხრეს: ყველა პროკურორს სახლში ხომ ვერ გავუშვებთ, ამით სახელმწიფო და სისტემა ჩამოინგრევა. საქმეც ამიტომ არ გადაიხედა, რომ კომისია არ შეიქმნა, რადგან ისევ იგივე პროკურორები და მოსამართლეები არიანო. ესეც ამ ხელისუფლების ბრალია, იგივე პროკურორები რომ არიან, ამას ამბობენ იმ დროს, როცა გიგა ფარტენაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი ახალმა ხელისუფლებამ დააწინაურა (პროკურორი ზაზა მეტონიძე).
გიგა ფარტენაძის ოჯახი მას უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ეს ახალი ხელისუფლების მიერაც იყო აღიარებული, რომ არა ამ ხელისუფლების უნიათობა, გიგა დღეს შეიძლება თავისუფალი და ცოცხალი ყოფილიყო.
ფარტენაძის ოჯახის წევრები გარდაცვალების საქმეზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქმეში მთელი რიგი დარღვევებია: პირველი, ეს არის ბადრაგის და ციხის თანამშრომლების უყურადრებობა. მკვლელა მოხდა ღამის 3 სთ-ზე, იმ დროს როცა, სრული სიჩუმეა ციხეში, მკვლელობას წინ უძღოდა პატიმრებს შორის შელაპარაკება და ეს ბადრაგს როგორ უნდა გამოპარვოდა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სიკვდილი გამოიწვია ასფიქსიამ, მისთვის რომ დროზე აღმოეჩინათ შესაბამისი ყურადღება, შესაძლებელი იქნებოდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს სასჯელარსრულების მაშინდელი ხელმძრვანელის, დიმიტრი დარბაისელის დანაშაულიც. მან პატიმრები შანიძე, მოისწრაფიშვილი, სეხნიაშვილი და ნუგზარ ნიკოლაძე ( მეტსახელად ,,ბუწალიჩი") გადაიყვანა რუსთავიდან გეგუთში, ნუგზარ ნიკოლაძესთან ფართენაძეს კონფლიქტი ჰქონდა და როგორ დაუშვა სასჯელაღსრულებამ ასეთი პატიმრების ერთ საკანში მოთავსება?!
6 თვეა მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და ჯერ არცერთი მოწმე არაა დაკითხული, ასევე არ დაუკითხავთ მათი თანამესაკნე გიორგი კაჭარავა, ის დუმს და პროკურორი კი ამბობს, აბა ძალით ხომ ვერ მივიღებთ ჩვენებასო. დაზარალებულ მხარეს სასამართლოში წარმოადგენს პროკურორი, რომელსაც დაზარალებულ ოჯახთან არავითარი კომუნიკაცია არ აქვს. საქმეში 3 პატიმარია ბრალდებული, მაგრამ მათთან ერთად მსჯავრდებული არაა ბადრაგის თანამშრომელი, რომელმაც იმ ღამეს გაიგო საკანში პატიმრებს შორია მომხდარი უთანხმოება, მაგრამ არავითარი ზომები არ მიიღო, ეს არის მისი მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა. დღეს ოჯახი ითხოვს გარდაცვლილის ტანსაცმელს და ნივთებს, რომელსაც ექსპერტიზაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მის დაბრუნებას ვერ მიაღწიეს, გამომძიებელმა მარტივად განუცხადა ,,რაში გჭირდებათო".
ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით სასჯელაღსრულებაში დღესაც არაა ყველაფერი წესრიგში და ნატალია ხოხიაშვილი მთავობას უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს:
–"მოვუწოდებთ ხელისუფლებას ობიექტურად გამოიძიოს ეს საქმე, რადგან ან საქმეში მარტო პატიმრები არ არიან დამნაშავეები, დამნაშავე უფრო ზედა ეშელონებში უნდა ვეძებოთ!
სასჯელაღსრულებაში რომ ყველაფერი წესრიგში არაა ეს ცხადია, პატიმრები რომ ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ ახალი არაა, მადრამ ამდენი მკვლელობა და თვითმკვლელობა ყოვლად დაუშვებელია, ამ ხელისუფლებისთვის აჯობებს რაღაც შეცვალოს და გამოასწოროს, დამნაშავეები დასაჯოს, თორემ ციხე კიდევ ერთი აქილევსის ქუსლი გახდება და ასეთი სუსტი წერტილები უკვე სხვადასხვა სტრუქტურაში მრავლად გროვდება".