ივერიონი / ირაკლი ალსანიას სამი მოადგილის ვინაობა ცნობილია

ირაკლი ალსანიას სამი მოადგილის ვინაობა ცნობილია

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე იქნება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


ლევან დოლიძე ირაკლი ალასანიას პირველი მოადგილე და ამასთან, თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.


თავდაცვის სამინისტროში ფინანსურ საკითხებს ალექსანდრე ბურჭულაძე გაუწევს კურირებას, ხოლო ირაკლი გეგეჭკორი - უსაფრთხოების საკითხების მართვას ჩაიბარებს.

31-10-2012, 14:37
უკან დაბრუნება