საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა იმერეთის რეგიონში ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა.
"იმერეთის რეგიონში ორ დღიანი ვიზიტი გადავწყვიტეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგით დავსრულოთ. ეს არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ დევნილების და ეკომიგრანტების საკითხებზე. ასევე ძირფესვიანად იციან არსებული პრობლემები და მათთან ყოველდღიური ურთიერთობით გვინდა რომ ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ. მოვისმინოთ მათი იდეები და ჩვენი გეგმები გავუზიაროთ მათ. თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი უნდა იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ მათი გამოცდილება ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანია." - განაცხადა სოზარ სუბარმა.