ივერიონი / ოკუპირებული აფხაზეთი ბელორუსიის პასუხს ელის

ოკუპირებული აფხაზეთი ბელორუსიის პასუხს ელის

   ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების თხოვნით მიმართა. 

 

   -"ბელორუსიის და აფხაზეთის რესპუბლიკებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა აკავშირებდა. დღესაც, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ჩვენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობა გვაკავშირებს. საბჭოთა დროში ბევრმა აფხაზმა მიიღო განათლება თქვენი ქვეყნის უნივერსიტეტებში, ბელორუსიის მოქალაქეებთან მშობლიური კავშირები აქვთ. 

   თანამედროვე აფხაზეთის რესპუბლიკა თავისი კონსტიტუციის შესაბამისად, სუვერენული სახელმწიფოა, მისი დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა, რასაც გაერო-ს ისეთი ქვეყნების აღიარება მოჰყვა, როგორიცაა ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სხვა. 

   ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, რომ ბელორუსია, რუსეთი და ყაზახეთი შეაფასებენ ჩვენ სწრაფვას და დროთა განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო ევრაზიული კავშირის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.

   ბატონო პრეზიდენტო! გთხოვთ, გადახედოთ ბელორუსიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აღიარების საკითხს"–ნათქვამია ბგანბას მიმართვაში.

 

22-08-2014, 10:02
უკან დაბრუნება