წუხელ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ დაანონსებულ ინფორმაციას რუსთავის მე-6 საპყრობილეში დაგეგმილ ბუნტთან დაკავშირებით, პატიმრების ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.
მართალია, ისინი არ უარყოფენ საპყრობილის ტერიტორიაზე სპეცრაზმის და სასწრაფოს გამოჩენას, მაგრამ ამტკიცებენ რომ საქმე ბუნტამდე არ მისულა. სამოდელო სტუდია "ლიკა ყაზბეგის" დამფუძნებელმა ქალბატონმა ლიკა ყაზბეგმა, რომლის მეუღლეც სწორედ რუსთავის #6 საპყრობილეში იხდის სასჯელს. ა"ივერიონთან საუბარში განაცხადა:
"სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ციხის ბუნტის თაობაზე, გადაჭარბებულია- შეიძლება ვიღაცას აწყობს სიტუაციის დრამატიზირება .
ჩვენი ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით რუსთავის #6 საპყრობილიდან გადაიყვანეს ორი პატიმარი, რომელსაც ეს აჟიოტაჟი მოჰყვა. იმ პერიოდისთვის ადმინისტრაცია დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. ეს იქიდან ვიცი, რომ, როცა ჩემი მეუღლე ყურადღების მიქცევას ითხოვდა, არავინ გამოხმაურებია. (მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე დიაბეტითაა დაავადებული).ისე, ვურჩევ ჟურნალისტებს, მოერიდონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას.ეს კიდევ უფრო ძაბავს ისედაც დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში.