ივერიონი / საკარდო ცვლილებები შპს-ებში, რომლებიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არიან

საკარდო ცვლილებები შპს-ებში, რომლებიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არიან

   შპს-ებში, რომლებიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არიან  საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

 

   უკვე ცნობილია, რომ მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ალექსანდრე ჯაფარიძე დაინიშნა. გარდა ამისა, შპს "თბილსერვისს" გიორგი ბაგრატიონი, შპს "ლაბორატორიას" ლაშა სამხარაძე, შპს "სინათლის ქალაქს" ვასილ ხორავა (შეგახსენებთ, რომ ხორავა აფხაზეთის მთავრობის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრი იყო),  ა(ა)იპ "თბილისის პორტალს" ირაკლი შანიძე უხელმძღვანელებენ.

    სამსახურების ახალმა ხელმძღვანელებმა თბილისის მერისგან პირველი დავალებები უკვე მიიღეს.

 

 

22-08-2014, 14:45
უკან დაბრუნება