ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების 10-18 წლამდე ასაკის 40-მდე ბავშვი სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებში გაემგზავრნენ.
ბავშვები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გააცილეს.