ქალაქის მერი დავით ნარმანია კომპანია "სითი პარკის" გენერალურ მენეჯერ ბენი ლაჰავს მერიაში შეხვდა და წლიურ ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა სთხოვა, რაზეც ლაჰავიმ აღნიშნა, რომ კომპანია მერიას შემოსავლების შესახებ ყოველ 6 თვეში აწვდის ინფორმაციას. ამასთან, თბილისის მერი იმითაც დაინტერესდა, თუ რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ საქართველოში, რაც კომპანიის ხელმძღვანელმა "კომერციული საიდუმლოების" მიზეზით უპასოხოდ დატოვა.
-"მე მივწერ თქვენს ხელმძღვანელს თქვენს ქვეყანაში და ავუხსნი, როგორი უნდა იყოს ასეთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომ მას უნდა ესმოდეს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. სამწუხაროა, თუ თქვენ არ გესმით სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. თქვენ არცხვენთ იმ კომპანიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენთ"–განაცხადა ნარმანია.