ივერიონი / მაღლივ კორპუსთან გოგონას თავს დაესხნენ

მაღლივ კორპუსთან გოგონას თავს დაესხნენ

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებულ ხიდზე ახალგაზრდა გოგონას თავს დაესხნენ და მძიმე საგნის დარტყმით გათიშეს.


 ლექციების დასრულების შემდეგ დაზარალებული ხიდით ბაგებში გადადიოდა, სწორედ ამ დროს თავს დაესხნენ და მძიმე საგნის თავში 3-ჯერ ჩარტყმით გათიშეს, შემდეგ კი ტყეში გადაათრიეს.


ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.  ადგილზე მისულები არიან პოლიციის თანამშრომლები და კინოლოგები. 


ადგილობრივები საუბრობენ, რომ სწორედ იმ ადგილებში, სადაც გოგონას თავს დაესხნენ, ხშირად უნახავთ უცნობი მამაკაცი, რომელიც უმეტესად ნასვამი იყო ხოლმე.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

31-10-2012, 16:11
უკან დაბრუნება