გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო РИА Новости სააგენტო "ფრანს პრესზე" დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული სააგენტო "უნიანის" ცნობით, გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკთან შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინაში შექმნილი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობები.
"ყველა შეხვედრის ყურადღების ცენტრში უკრაინაში შექმნილი ახლანდელი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობ იქნება. გარდა ამისა, საუბარი შეეხება უკრაინის კონკრეტული მხარდაჭერის შესაძლებლობებს", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში