საქართველოს ვიცე-პრემიერი ლარსის გამშვებ პუნქტთან იმყოფება, სადაც დაზიანებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
კალაძემ ჰესის მშენებლობის ადგილიც მოინახულა და ვითარებას მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. შეგახსენებთ, რომ მეწყერი დარიალის ხეობაში 20 აგვისტოს, 22:00 საათისთვის ჩამოწვა.