გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიევში ვიზიტით იმყოფება. რამდენიმე ხნის წინ დასრულდა მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან.
გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად პრეზიდენტთან უკრაინის დეცენტრალიზაციის საკითხიც განიხილეს და უკრაინის ლიდერი მზადაა ამ თემაზე ფართო დისკუსია გამართოს.
მერკელმა მოუწოდა მოსკოვს მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინასთან საზღვრის ერთობლივი გაკონტროლების თაობაზე, რადგან სხვა შემთხვევაში რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება.
მერკელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გერმანია აღმოსავლეთ უკრაინის აღდგენის მიზნით 500 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს.