პოლიტიკოსებს საარჩევნო პლაკატებისგან ქუჩების გასაწმენდად სპეციალური ვადა მიეცათ. როგორც, თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო წერილი ყველა პოლიტიკურ პარტიას გაუგზავნა.
"გავუგზავნეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება და ჩამოხსნან საკუთარი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან. უშუალოდ ჩვენმა კოალიციამ, "ქართულმა ოცნებამ", არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო შესაბამისი აქცია და ყველა ძირითად ქუჩაზე, ყველა ძირითად უბანში ჩამოიხსნას ჩვენი საარჩევნო პლაკატები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.