ივერიონი / საქართველო უკრაინაში ექიმთა ჯგუფს გაგზავნის

საქართველო უკრაინაში ექიმთა ჯგუფს გაგზავნის

   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს  დახმარებას სთავაზობს
   დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში გაგზავნოს ექიმთა ჯგუფი, მედიკამენტები, სახარჯი მასალა, ან იზრუნოს საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტების ჯანმრთელობაზე: საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს უკრაინიდან პაციენტების ჩამოყვანა და საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირება.
  როგორც საქართველოსა და უკრანის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე, მომდევნო კვირის დასაწყისში, საქართველოდან უკრაინაში ჩავა ექიმთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაადგენს საჭიროებებს. ამის შემდეგ დაზუსტდება, რა სახის დახმარებას გაუწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინას.
  ცნობილია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ საქართველოს მთავრობის სახელით, მსგავსი დახმარება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ოლეგ მუსიის თებერვალშიც შესთავაზეს.

24-08-2014, 09:33
უკან დაბრუნება